English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ თეონა მეხრიშვილი
ეკონომიკისა და მართვის თეორიული პრობლემები უმაღლესი განათლების სფეროში

ვრცელი რეზიუმე.

სამეცნიერო ნაშრომში განხილულია ეკონომიკისა და მართვის თეორიული პრობლემები უმაღლესი განათლების სფეროში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ერთის მხრივ, უმაღლესი განათლების პრობლემების კვლევის აუცილებლობის დასაბუთებას, და, მეორეს მხრივ, უმაღლესი განათლების სფეროში არსებული პრობლემების გახსნას, როგორც საზღვარგარეთის ქვეყნებში, ისე საქართველოში, რამეთუ უმაღლესი განათლების პრობლემების კვლევის გარეშე შეუძლებელია შემუშავებული იქნეს ამ პრობლემების გადაჭრის გზები და მექანიზმები.

ამასთანავე, სამეცნიერო ნაშრომში მთავარი ყურადღება ეთმობა უმაღლესი განათლების სფეროს პრობლემების კვლევას ამ სისტემის ფუნქციონირების მიზნობრივი მიმართულების თვალსაზრისით, რამეთუ უმაღლესი განათლების სისტემამ უნდა მოამზადოს არა მარტო მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ამა თუ იმ სფეროში, არამედ მან უნდა მოამზადოს ეს სპეციალისტები სოციალური მიზნობრივი მიმართულებიდან გამომდინარე.